ირაკლი ღარიბაშვილი “ნაციონალებს“: უნდა გრცხვენოდეთ, როდესაც საუბრობთ და ვითომ იცავთ პოლიციელების ინტერესებს

ახალი ხელისუფლების პირობებში ძალიან ბევრი დანაშაულის გამოძიება მოხდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.
“სამეგრელოში ჩადენილი უმძიმესი დანაშაულებები… მე ძალიან მიკვირს, თქვენ როგორ ბედავთ სამეგრელოში ჩასვლას. ის ტრაგედია, რაც გადაიტანა ამ რეგიონის მოსახელობამ, საშინელი სტრესის ქვეშ ამყოფებდით არა მხოლოდ სამეგრელოს, არამედ სხვა რეგიონებსაც. ეს არის სწორედ ის მეთოდები, პრაქტიკა და სტილი თქვენი მუშაობის, რომელიც დამკვიდრებული იყო საქართველოში და ჩვენ დავასრულეთ. დიახ, მე ვიყავი მინისტრი, როდესაც ეს უმძიმესი დანაშაულებები გამოვიძიეთ. უნდა გრცხვენოდეთ, როდესაც სუბრობთ და ვითომ იცავთ პოლიციელების ინტერესებს. ჩემზე მეტად ნამდვილად არ შეგტკივათ გული არც იმ სპეცრაზმელებზე, არც იმ პოლიციის, პროკურატურის თანამშრომლებზე, თუ სხვებზე. მე ამის გარანტიას გაძლევთ”, – მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმცირესობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები