“გყავდათ ე.წ. ქილერები, რომლებსაც თქვენთვის არასასურველი პიროვნებების გასანეიტრალებლად ამუშავდებდით”

გყავდათ სპეციალურად მომზადებული ჯგუფები – ე.წ. ქილერები, რომლებსაც თქვენთვის არასასურველი პიროვნებების გასანეიტრალებლად ამუშავდებდით, – ასე მიმართა საპარლამენტო უმცირესობას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში გამოვლისას.
“ყოფილი პოლკოვნიკების, მაიორების და ა.შ. ადამიანების გაუჩინარება, მათი დახოცვა, რომელიც შემდგომ ახალმა ხელისფლებამ გამოიძია ჩემი მინისტრობის დროს. ძალიან მარტივად შემიძლია, კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას, რომ გყავდათ სპეციალურად მომზადებული ჯგუფები ე.წ. ქილერები, რომლებსაც ამუშავდებდით თქვენთვის არასასურველი პიროვნებების გასანეიტრალებლად. ეს იყო რეალობა”, – მიმართა ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის წევრებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები