ირაკლი ღარიბაშვილი: წინა ხელისუფლების დროს საქართველო გამოიყენებოდა, როგორც ნარკოტრანზიტის ქვეყანა

გამოკვეთილია სურათი, თუ რა მარშუტით ხდებოდა ნარკოტიკების გადადგილება საქართველოს გამოყენებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.
“ის, რაც მთელი ათი წლის განმავლობაში წინა მთავრობის მიერ იყო გამოვლენილი, 5 კილო ნარკოტიკი იყო. ამ დროს ყოველწლიურად საქართველო გამოიყენებოდა, როგორც ნარკოტრანზიტის ქვეყანა. ამ მიმართულებით წინა მთავრობა აბსოლუტურად არაეფექტური და უუნარო იყო. ჩვენს მიერ, პირველად საქართველოს ისტორიაში, 116 კგ ჰეროინი და სამ ტონამდე თხევადი ჰეროინი იქნა ამოღებული. ეს დაახლოებით ნახევარ მილიარდ დოლარამდე ღირებულების ნარკოტიკია. რა თქმა უნდა, სერიოზული მსჯელობის საგანია, რატომ არ ხდებოდა ეს თქვენს დროს – ან უნდა აღიაროთ, რომ იყავით უუნაროები და არაფექტურები ამ მიმართულებით, ან შეიძლება გამოვთქვათ საფუძვლიანი ვარაუდი და ეჭვი, რომ იყო გარკვეული გარიგებაც. ჩემი მინისტრობის დროს დავიწყეთ აგრესიული ბრძოლა ნარკოდანაშაულის – ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ. ჩვენი ეფექტური პოლიტიკის და სწორი მოქმედებების შედეგი იყო ის, რაც გამოვავლინეთ. აქტიურად ვთანამშრომლობთ ამერიკელებთან, ასევე თურქ პარტნიორებთან. გვაქვს გამოკვეთილი სურათი, თუ რა მარშუტით ხდებოდა ნარკოტიკების გადადგილება მათ შორის საქართველოს გამოყენებით”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები