“პარლამენტის თბილისში გადატანის საკითხი მომავალი მოწვევის პარლამენტის ფარგლებში შეიძლება გადაწყდეს”

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვარაუდობს, რომ პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანის საკითხი მომავალი მოწვევის პარლამენტის ფარგლებში შეიძლება გადაწყდეს.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საპარლამენტო უმცირესობის მიერ პარლამენტის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
“ჩვენ გუშინ გვქონდა საუბარი ამ თემაზე. მას შემდეგ, თუ თქვენ ჩამოყალიბდებით, იმედი გვაქვს ყოველ შემთხვევაში ან თქვენ პირობებში თუ არა, მეორე პარლამენტის დროს, თუ მოხდა პარლამენტის თბილისში დაბრუნება, შესაძლოა, ვიმსჯელოთ ამ შენობის ფუნქციებზე და უნივერსიტეტის იდეა განვავითაროთ და ა.შ.”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები