დავით უსუფაშვილის ხუმრობამ პარლამენტში დეპუტატები და მინისტრები გაამხიარულა (ვიდეო)

 

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ხუმრობამ სხდომათა დარბაზში მყოფი დეპუტატები და მინისტრები გაამხიარულა. პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს თანამიმდევრობით პასუხობს.

ლარის კურსთან დაკავშირებით, პრემიერის პასუხის მომენტში ჩიორა თაქთაქიშვილმა მაგიდაზე ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ბანერი დადო, რომელზეც დოლართან და ევროსთან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსი იყო ასახული. მსგავი ბანერი საკუთარ მაგიდასთან დეპუტატმა გიორგი ვაშაძემაც განათავსა. ამ დროს დავით უსუფაშვილმა ჩიორა თაქთაქიშვილსა და გიორგი ვაშაძეს მიმართა რეპლიკით: „ქალბატონო ჩიორა, ბატონო გიორგი, მაგ საქმიანობას ლიცენზია სჭირდება ეროვნული ბანკიდან“.

პარლამენტის თავმჯდომარის ამ ხუმრობამ დარბაზში სიცილი გამოიწვია. უსუფაშვილის ხუმრობაზე დეპუტატებმა ტაში დაუკრეს. პარლამენტის თავმჯდომარის იუმორზე გაიცინა თავად პრემიერ-მინისტრმაც, რომელმაც ასევე ტაში დაუკრა და აღნიშნა – „კარგი იყო“. ხუმრობაზე არ გასცინებია მის ადრესატს, თავად ჩიორა თაქთაქიშვილს, გიორგი ვაშაძეს კი გაეღიმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები