პრემიერი „ნაციონალებს“: თქვენ არ ხართ ხელისუფლებაში და არასოდეს იქნებით – ასე, რომ ტყუილად გიხარიათ
თუ ვინმეს გაქვთ ილუზია, რომ ამერიკის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილს აღუთქვა დახმარება იარაღის მოწოდებაზე, ძალიან მწარედ ცდებით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა. მან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს მიმართა, რომ შეწყვიტონ ტყუილები.
„აგვიტოს ომის შემდეგ სააკაშვილს ხელსაც კი აღარ ართმევდნენ მსოფლიოს ლიდერები. ამ პროცესების შემდეგ ის იმდენად იყო დისკრედიტირებული, რომ პრაქტიკულად არ ჩაესვლებოდა ამერიკაში. ამის შემდეგ, თუ ვინმეს გაქვთ ილუზია, რომ მას ამერიკის პრეზიდენტმა აღუთქვა დახმარება იარაღის მოწოდებაზე, ძალიან მწარედ ცდებით. ეს ილუზია თქვენთვის შეინახეთ. ჩვენ არ გვჭირდება ილუზიები. ილუზიებით ჩვენ არ ვცხოვრობთ. ჩვენ ვცხოვრობთ რეალობაში და რეალობა უნდა ვუთხრათ ხალხს. დაასრულეთ ეს ტყუილები. თქვენ აღარ ხართ ხელისუფლებაში და არასოდეს აღარ იქნებით. ასე, რომ ტყუილად გიხარიათ“, – განაცხადა პრემიერმა.