შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია ჯანდაცვის სამინისტროს დაეხმარება

  შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO) ჯანდაცვის სამინიტროს შრომის დავების მოგვარების საკითხში დაეხმარება. პროექტის „შრომის კანონთა მოთხოვნების დაცვის გაუმჯობესება საქართველოში“ პრეზენტაცია დღეს „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართა.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, დაინერგება მედიატორის ფუნქცია, რომელიც ჩაუდგება სათავეში დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არსებული პრობლემების მოგვარებას. „ILO-ს“ რეკომენდაციების გათვალისწინებით, მედიატორის კანდიდატურაც შეირჩევა.
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ახალი შრომის კოდექსი სრულ თანხვედრაშია ევროკავშირის სტანდარტებთან და მის პარალელურად აუცილებელია შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების სამსახურის შექმნა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობას 3 – წლიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში, ასევე შრომითი ინსპექციისა და 2013 წელს შეცვლილი შრომითი კოდექსის შესრულებას სამმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში. პროექტს ფინანსური მხარდაჭერას უწევს ამერიკის შრომის სამინისტრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები