მთავრობის ადმინისტრაციასთან გაფიცული მუშები ოპოზიციას დაუპირისპირდნენ

   ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთის საბადოს გაფიცული მუშები მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ. როგორც გაფიცული მუშები აცხადებენ, არჩევნებში მათ მხარი “ქართულ ოცნებას” დაუჭირეს და ახლა ხელისუფლებისგან საკუთარი უფლებების დაცვას ითხოვენ. მუშების განცხადებით, მათ მუშაობა მონურ პირობებში უწევდათ და როდესაც ეს გააპროტესტეს, 180-ზე მეტი ადამიანი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ისინი სამსახურში აღდგენას და შრომითი პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. აქციაზე მონაწილეებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა. მუშების უკმაყოფილება მთავრობის ადმინისტრაციასთან ჯონდი ბაღათურიას და დიმიტრი ლორთქიფანიძის გამოჩენამ გამოიწვია. გაფიცულების თქმით, მათ არ სურთ აქციას პოლიტიკური სარჩული მიეცეს. მუშებმა ბაღათურიას და ლორთქიფანიძეს აქციის დატოვება მოსთხოვეს, თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლებმა ეს არ გაითვალისწინეს, რის შემდეგაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მთავრობის ადმინისტრაციასთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები