სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი შესაძლოა, ტარიელ ხეჩიკაშვილი გახდეს

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი შესაძლოა ტარიელ ხეჩიკაშვილი გახდეს. ინფორმაცია სხვადასხვა მედიასაშუალებებით დღეს საღამოს გავრცელდა.
ხეჩიკაშვილი ბიზნესით და ამავდროულად სპორტული სფეროთი არის დაკავებული. ამასთან, იგი საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” მფლობელია.
არსებული ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის თანამდებობას თინა ხიდაშელი დაიკავებს. კიდევ ერთი “რესპუბლიკელი” დეპუტატი გიგლა აგულაშვილი კი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გახდება.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ხვალ საზოგადოებას სპეციალურ ბრიფინგზე თავად ირაკლი ღარიბაშვილი გააცნობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები