ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ახალ შემადგენლობას, სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ დაასახელებს

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელის ოთარ დანელიას განცხადებით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ახალ შემადგენლობას, სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ დაასახელებს. როგორც დანელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, მინისტრობის კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტული პირების შესახებ განცხადებას თავად ირაკლი ღარიბაშვილი გააკეთებს.
“კონსულტაციები მიმდინარეობს, ბუნებრივია, მე ვერ გეტყვით, ვინ იქნებიან მთავრობის ახალ შემადგენლობაში. კანდიდატების შესახებ განცხადებას, სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ თავად პრემიერ-მინისტრი გააკეთებს”, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
მისივე თქმით, მთავრობის ახალ შემადგენლობაში პირადად ის რჩება.
“ჩემს თავს როგორც მთავრობის ახალ შემადგენლობაში, ისე, ზოგადად, გუნდში ვხედავ”, – აღნიშნა დანელიამ, რომლის აზრითაც, აუცილებელია პარლამენტმა მთავრობას ნდობა რაც შეიძლება მალე გამოუცხადოს, ვინაიდან სამინისტროებს სხვადასხვა სახის აქტივობები აქვთ დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები