პეტრე მამრაძე: ცალკეული მინისტრების გამოცვლა არსებითს არაფერს შეცვლის

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი პეტრე მამრაძე მიიჩნევს, რომ მთავრობაში ცალკეული მინისტრების შეცვლა არსებითად არაფერს არ შეცვლის.
როგორც ის აცხადებს, მთლიანად სისტემა არის მანკიერი და სწორედ ის უნდა შიცვალოს.
„ვინაიდან სისტემაა მანკიერი, სისტემის შეცვლაა საჭირო და ცალკეული მინისტრების გამოცვლა არსებითს არაფერს შეცვლის. ვფიქრობ, რომ ახალი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცება დიდი პრობლემა არ უნდა იყოს“, – განაცხადა მამრაძემ.
შეგახსენებთ, რომ პოსტი მეშვიდე მინისტრმა ლევან ყიფიანმა დატოვა. მანამდე კი თანამდებობა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა დატოვა. კონსტიტუციის თანახმად, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების დაყენების შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობას ერთი კვირის ვადაში წარუდგენს. საქართველოს პარლამენტი მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან 7 დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის.
პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა (76 დეპუტატის ხმა). პარლამენტის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების ამოწურვის შემდეგ ახალი მთავრობის საბოლოო ჯამში არდამტკიცების შემთხვევაში, კონსტიტუციის თანახმად, ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები