ჩეხეთმა საქართველოსთან ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა
ჩეხეთის რესპუბლიკამ საქართველოსთან ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დოკუმენტს პარლამენტში მხარი დაუჭირა ყველა პარტიამ, გარდა “კომუნისტური პარტიისა”, რომელმაც თავი შეიკავა.
2015 წლის 18 მარტს ჩეხეთის პარლამენტის სენატმა საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა. დღეს პარლამენტის წარმომადგენლობითმა პალატამ აღნიშნული დოკუმენტის რატიფიცირების შესახებ დადგენილება მიიღო.
შეგახსენებთ, ჩეხეთის რესპუბლიკა რიგით მე-19 ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, რომელმაც საქართველოსთან ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება განახორციელა.