კახა კალაძე ირაკლი ღარიბაშვილის სხვა კანდიდატით შესაძლო ჩანაცვლებას დიდ სიცრუეს უწოდებს
ვიცე-პრემიერი კახა კალაძე უარყოფს, რომ პარლამენტში ნდობის გამოსაცხადებლად წარდგენილ მთავრობის ახალი შემადგენლობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი არ იქნება.
კალაძის თქმით, სამთავრობო ცვლილებებში და მთავრობისთვის ხელახალი ნდობის გამოცხადებაში საგანგაშო არაფერია. ვიცე-პრემიერი გუნდის შიგნით დაპირისპირებასაც უარყოფს.
“არანაირი დაპირისპირება არ მქონია და არ მაქვს არც ირაკლი ღარიბაშვილთან, არც ლევან ყიფიანთან. ძალიან კარგად მესმის, რომ გარკვეულ ჯგუფებს, ჩვენს ოპონენტებს აქვთ სურვილი, რომ გუნდში, პრემიერ-მინისტრსა და ვიცე-პრემიერს შორის დაპირისპირება იყოს, მაგრამ მათდა სამწუხაროდ, ეს ასე არაა და არ იქნება. რაც შეეხება პრემიერობის კანდიდატს, ჩვენ გვყავს პრემიერ-მინისტრი, ეს ირაკლი ღარიბაშვილია”, – განაცხადა კალაძემ.