დავით საგანელიძე არ გამორიცხავს, რომ პარლამენტმა მინისტრები ამ კვირაში დაამტკიცოს

არსებობს შესაძლებლობა, რომ პარლამენტმა მინისტრები ამ კვირაში დაამტკიცოს – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც საგანელიძემ აღნიშნა, ეს საკითხი დროში არ უნდა გაჭიანურდეს.
“პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ორი მინისტრის ცვლილებით შემოიფარგლება. ჩვენ მათ მხარს დავუჭერთ. იმ შემთხვევაში, თუკი პრემიერი დღეს დაასახელებს მინისტრობის კანდიდატებს და პრეზიდენტს გადაუგზავნის, ხვალ ჩვენ საკომიტეტო განხილვას გავმართავთ. შაბათ-კვირას კი არსებობს შესაძლებლობა, სხდომა გაიმართოს და დავამტკიცოთ უკვე წარმოდგენილი კანდიდატები”, – განაცხადა საგანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები