გუგული მაღრაძე ხის ჭრაზე მორატორიუმის გამოცხადების ინიციატივით გამოდის

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გუგული მაღრაძე ხის ჭრაზე მორატორიუმის გამოცხადების ინიციატივით გამოდის. საკითხი მაღრაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დააყენა. მაღრაძე მიიჩნევს, რომ ხე უნდა იყოს ისევე მნიშვნელოვანი, როგორც თითოეული ადამიანი.
“ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ გვყავდეს მინისტრი, რომელიც იქნება ე.წ. მწვანე ცნობიერების მქონე და, ამავე დროს, ძალიან პრინციპული. ამასთან ერთად, შესაძლებელია გამოვაცხადოთ მორატორიუმი ხის მოჭრაზე, სანამ არ დარეგულირდება იმ დონემდე, რომ თითოეული ხე იყოს ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც თითოეული ადამიანი“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.
თბილისში, თამარაშვილის ქუჩის №13-ში მცხოვრებლები მრავალწლიანი ხეების მოჭრას აპროტესტებენ. ტერიტორია, სადაც ხეები მოიჭრა, კერძო კომპანიას აქვს შემოსაზღვრული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები