ირაკლი ალასანია: შემოდგომა, ეკონომიკური თვალსაზრისით, ბევრად უფრო რთული იქნება

“თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, შემოდგომა, ეკონომიკური თვალსაზრისით, ბევრად უფრო რთული იქნება.
აღნიშნულის შესახებ მან თოქ-შოუ „არჩევანის“ ეთერში ისაუბრა.
ამასთან, მისივე განმარტებით, ელექტროენერგიაზე არსებული ტარიფები აუცილებლად გაიზრდება.
“დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მძიმედ წავა პროცესები, შემოდგომა ბევრად უფრო რთული იქნება, მე უკვე ვატყობ, რომ ენერგოკრიზისკენაც მიდის საქმე, იმიტომ რომ პრაქტიკულად, სწორედ ლარის გაუფასურებამ გამოიწვია ის, რომ შეიქმნა ვითარება, როდესაც ელექტროენერგიაზე ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით აუცილებლად მოუწევს მთავრობას გადაწყვეტუილების მიღება, ეს გარდაუვალია. ეს კი მძიმედ დააწვება მოსახლეობას. ეს ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა კატასტროფა იქნება იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც ოჯახის წევრებს დღესაც ვერ კვებავენ,”- აცხადებს ირაკლი ალასანია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები