გიორგი მარგველაშვილმა პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები მიიღო

გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებით დაინტერესებული პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები მიიღო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში პრეზიდენტის ეგიდით საარჩევნო თემებზე მოწვეული იქნება კონფერენცია, სადაც მონაწილეობას მიიღებენ, როგორც პოლიტიკური პარტიების, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ექსპერტები.
საქართველოს პრეზიდენტი იზიარებს პოზიციას მაჟორიტარული სისტემის პროპორციულით შეცვლის შესახებ.
“ეს შეხვედრები უაღრესად მნიშვნელოვანია ჩემთვის, რადგან ჩვენ შეხვედრების რეჟიმში ვსაუბრობთ იმ ამოსავალ პირობებზე, რომელმაც უნდა შექმნას შესაძლებლობა უფრო დემოკრატიული, უფრო პლურალისტური საზოგადოებისა საქართველოში. საქართველოს პოლიტიკური მდგრადობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად პლურალისტურ პოლიტიკურ ველს შევქმნით”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები