ირაკლი კობახიძე უსუფაშვილს შეხვდა – რა თემაზე ისაუბრეს, არ კონკრეტდება

 

პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს შეხვდა. კობახიძის განცხადებით, შეხვედრაზე რამდენიმე სამართლებრივ საკითხზე იმსჯელეს. „საკითხებს ვერ დავაკონკრეტებ და ამ თემებზე მოგვიანებით მოგაწვდით ინფორმაციას,“ – დასძინა კობახიძემ.

გარდა ამისა, მას მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა. კობახიძემ აღნიშნა, ის არ ფიქრობს, რომ კიდევ რომელიმე მინისტრი შეიცვლება. შესაბამისად, მთავრობას ნდობის ხელახლა გამოცხადება არ დასჭირდება. კობახიძისა და უსუფაშვილის შეხვედრას ასევე ესწრებოდა „კონსერვატორების“ წევრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები