საქართველოს პარლამენტში დღეს უცხოელებისთვის ვიზების გამარტივების თაობაზე იმსჯელეს

საქართველოს პარლამენტმა საქართველოში მყოფი უცხოელებისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად შეღავათიანი პირობების დაწესების მიზნით “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელა.
აღნიშნული კანონპროექტის მიღება საქართველოს უცხოელებისთვის ვიზების გაცემის პროცედურების გამარტივებისა და საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვებას ემსახურება. ამასთან, კანონპროექტის მიღების მიზანია კანონით განსაზღვრული ბინადრობის ნებართვის სახეებს დაემატოს ახალი სახე – მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე უნდა გააჩნდეთ საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 35000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს. აღნიშნული კანონპროექტის ფარგლებში, საიმიგრაციო ვიზების კატეგორიას ვიზის ახალი სახე – D5 კატეგორია დაემატება, რომელიც გაიცემა იმ უცხოელზე, რომლებსაც გააჩნიათ საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 35000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს. აღნიშნული ტიპის ბინადრობის ნებართვის და ვიზის შემოღება მიზნად ისახავს საქართველოში უცხოელთა შემოსვლისა და ყოფნის სტიმულირებას, ასევე მათ წახალისებას უძრავი ქონების სექტორში ფულადი რესურსის ჩადების მიზნით, რაც, თავის მხრივ, ასევე ხელს შეუწყობს უძრავი ქონების ბაზრის განვითარებას.
აღნიშნული კანონპროექტის ავტორი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, თავად კანონპროექტის ინიციატორი კი საქართველოს მთავრობა იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები