ლუკა კურტანიძე ლევან ყიფიანს მენეჯმენტს უწუნებს

საპარლამენტო უმრაველსობის წევრი, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი ლუკა კურტანიძე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრს ლევან ყიფიანს მენეჯმენტს უწუნებს. “ვფიქრობ უნდა იყოს უკეთესი მენეჯერი, მეტი ინიციატივების მქონე ადამიანი და წარმატებაზე ორიენტირებული. გაჩერების დრო არ არის და გვინდა, რომ როგორც სხვა სამინისტროები თუნდაც ჯანდაცვა , ან ძალოვანი უწებები რომლებიც ინოვაციებით შემოდიან, სპორტის სფეროც იყოს წარმატებაზე ორინეტირებული“, – განაცხადა ლუკა კურტანიძემ.
პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე სპორტის კომიტეტმა გუშინ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც დეტალურად არის ჩამოთვლილი ის 10 პუნქტი, რაც ყიფიანის ხელძღვანელობით სამინისტრომ ვერ განახორციელა. მინისტრის ანგარიშის მოსმენის და დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებზე მიღებული პასუხის შემდეგ, კომიტეტის წევრებმა -11-მა დეპუტატმა ერთხმად უარყოფითად შეაფასა სამინისტროს საქმიანობა და ამის შესახებ შეატყობინა საქართველოს მთავრობის მეთაურს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები