თეა წულუკიანი: ხოკრიშვილის სახით მთავრობას გამოგვაკლდა ძალიან წესიერი, პატიოსანი, მშრომელი მინისტრი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ ელგუჯა ხოკრიშვილის გარემოს დაცვის მინისტრის პოისტიდან გადადგომით მთავრობას მშრომელი მინისტრი გამოაკლდა. მისივე თქმით, მას არ ჰგონია, რომ ახალი მთავრობა ვერ დაკომპლექტდება ისეთი პროფესიონალებით, რომელსაც პარლამენტი ნდობას გამოუცხადებდა.
„მე ვიტყოდი, რომ ელგუჯა ხოკრიშვილის სახით მთავრობას გამოგვაკლდა ძალიან წესიერი, პატიოსანი, მშრომელი მინისტრი, მაგრამ მინდა ვუსურვო ბედნიერება. არ მგონია, რომ რაიმე არის სანერვიულო იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი მთავრობა ვერ დაკომპლექტდება ისეთი პროფესიონალებით, რომელსაც პარლამენტი გამოუცხადებდა ნდობას“, – განაცხადა წულუკიანმა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით დღეს მიმართა. მისი განცხადებით, მისთვის ამ ეტაპზე პრინციპულად მნიშვნელოვანია, იყოს მის ოჯახთან, რომელიც ცხოვრობს საქართველოს საზღვრებს გარეთ. „ჩემთვის დიდი პატივია ამ გუნდში მუშაობა, მაგრამ არის მომენტები, როდესაც რთული არჩევანია გასაკეთებელი. ამ ეტაპზე პრინციპულად მნიშვნელოვანია, ვიყო ჩემს ოჯახთან, რომელიც ცხოვრობს საქართველოს საზღვრებს გარეთ. აღნიშნული გადაწყვეტილება მაძლევს შესაძლებლობას, განვიხილო საინტერესო შემოთავაზებები, რომელიც საშუალებას მომცემს, გავაგრძელო პროფესიული საქმიანობა და ვიცხოვრო ჩემს შვილთან ერთად“, – განაცხადა ხოკრიშვილმა. ხოკრიშვილი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრად 2014 წლის ივლისიდან მუშაობდა, მანამდე კი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები