ირაკლი ღარიბაშვილმა ხოკრიშვილის თანამდებობიდან გადადგომის თხოვნა დააკმაყოფილა

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დააკმაყოფილა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის, ელგუჯა ხოკრიშვილის თანამდებობიდან გადადგომის თხოვნა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით დღეს მიმართა. მისი განცხადებით, მისთვის ამ ეტაპზე პრინციპულად მნიშვნელოვანია, იყოს მის ოჯახთან, რომელიც ცხოვრობს საქართველოს საზღვრებს გარეთ.
„ჩემთვის დიდი პატივია ამ გუნდში მუშაობა, მაგრამ არის მომენტები, როდესაც რთული არჩევანია გასაკეთებელი. ამ ეტაპზე პრინციპულად მნიშვნელოვანია, ვიყო ჩემს ოჯახთან, რომელიც ცხოვრობს საქართველოს საზღვრებს გარეთ. აღნიშნული გადაწყვეტილება მაძლევს შესაძლებლობას, განვიხილო საინტერესო შემოთავაზებები, რომელიც საშუალებას მომცემს, გავაგრძელო პროფესიული საქმიანობა და ვიცხოვრო ჩემს შვილთან ერთად“, – განაცხადა ხოკრიშვილმა.
ხოკრიშვილი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრად 2014 წლის ივლისიდან მუშაობდა, მანამდე კი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები