დავით ბერძენიშვილი: ელგუჯა ხოკრიშვილი მთავრობაში არავისი კადრი არ იყო

“ქართული ოცნება – რესპუბლიკელების” თავმჯდომარის დავით ბერძენიშვილის განცხადებით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი მთავრობაში არავისი კადრი არ ყოფილა, – აღნიშნული განცხადება მან დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა.
მისი განმარტებით, საქმე გვაქვს ძალიან კვალიფიციურ და დამოუკიდებელ ადამიანთან და მისი რომელიმე ფიგურასთან მიბმა, კორექტული არ იქნება.
“კოალიციის პოლიტსაბჭოს გუშინდელ სხდომაზე, სხვა მიმდინარე საკითხებთან ერთად, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის საკითხზეც იყო საუბარი.
ეს ის შემთხვევაა, რაც ელგუჯა ხოკრიშვილის განცხადებაში წერია. მას სურს, რომ იყოს ოჯახთან ერთად, რომელიც ბერლინში იმყოფება. ელგუჯა ხოკრიშვილი მთავრობაში არავისი კადრი არ იყო და მისი თანამდებობიდან წასვლა რაიმე ტიპის კრიტიკულ გადაჯგუფებასთან კავშირში არ არის”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები