ელისო ჩაფიძე ელგუჯა ხოკრიშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობას უხდის

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ელგუჯა ხოკრიშვილის გადადგომის ფაქტს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამოეხმაურა.
ჩაფიძის განცხადებით, ხოკრიშვილის მინისტრობის პერიოდში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რის გამოც დეპუტატმა ხორკიშვილს მადლობა გადაუხადა.
ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ტყიბულში წაბლების მასობრივი ჩეხვის პროცესის შეჩერების საქმეში ხოკრიშვილის წვლილზეც ისაუბრა. „მე მინდა ელგუჯა ხოკრიშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადავუხადო, რადგან მისი მინისტრობის დროს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, რომელმაც საქართველოში ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესებას ხელი შეუწყო. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში გარემოს დაცვის სამინისტრო აქტიურად იბრძოდა ქართული ტყეების გადასარჩენად. მაგალითად, ტყიბულის რაიონში წაბლის უმოწყალო რა შეჩერდა. მისი მინისტრობის პერიოდში მიიღეს აღნიშნული გადაწყვეტილება.
მე როგორც შევიტყვე, მან სამსახურიდან წასვლის გარემოებად ოჯახური მიზეზები დაასახელა. მე მას წარმატებებს ვუსურვებ. როგორც ერთ-ერთი რაიონის მაჟორიტარი მისგან დავალებული ვარ“, – აღნიშნა ელისო ჩაფიძემ.
ჩაფიძის განმარტებით, მინისტრთა კაბინეტში ეს მეექვსე მინისტრია, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობისთვის პარლამენტს ამ ეტაპზე ნდობის ხელახლა გამოცხადება არ მოუწევს, თუმცა, ჩაფიძის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში ამის პრობლემა მთავრობა არ ექნება. ჩაფიძე ლევან ყიფიანის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურა. დეპუტატის თქმით, ლევან ყიფიანის საქმიანობაში მეტი პლუსია, ვიდრე მინუსი, თუმცა ნებისმიერი მინისტრი ვალდებულია, რომ პარლამენტარების კითხვებს ამომწურავი პასუხი გასცეს.
შეგახსენებთ, რომ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები