თინა ხიდაშელი: გუჯა იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აღმოჩენა ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრისთვის, თინა ხიდაშელისთვის ელგუჯა ხოკრიშვილის გარემოს დაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა მოულოდნელი აღმოჩნდა. ხიდაშელის განცხადებით, ხოკრიშვილი ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აღმოჩენა იყო. „გუშინდელი პოლიტსაბჭოს სხდომა არაფერ შუაში იყო გარემოს დაცვის მინისტრის გადადგომასთან. მე არ ვიცოდი. მწუხვარ ძალიან. მე ვიფქრობ, რომ გუჯა იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აღმოჩენა ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის“, – აღნიშნა ხიდაშელმა.
გარემოს დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს გადადგომის შესახებ განცხადებით დღეს მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები