„თუ თავისუფლებას აღვიქვამთ ოპოზიციონერობად, გავგვიჭირდება დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობა”

არ შეიძლება თავისუფალი აზრის დაფიქსირება აღიქვა, როგორც ოპოზიციონერობა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “მაესტროს ცხრიანში” სტუმრობისას განაცხადა.
„არ შეიძლება თავისუფალი პოზიცია აღიქვა როგორც ოპოზიცია. მე ვცდილობ ძალიან ბევრ თემაზე ვიყო გაერთიანებული მთელ საზოგადოებასთან, მაგრამ ამოსავალი არის ის, რომ არამარტო პრეზიდენტი, მაღალი თანამდებობის პირიც და რაც მთავარია თავისუფალი მოქალაქეები უნდა იყვნენ თავისუფალი, ამაზე შენდება დემოკრატია. თუ ჩვენ თავისუფლებას აღვიქვამთ ოპოზიციონერობად, გაგვიჭირდება ასე დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები