თინა ხიდაშელი მზად არის, ბიზნესმენ არჩილ ვეკუას შეხვდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ ბიზნესმენ არჩილ ვეკუას განცხადება “ფანტასტიკის სფეროდან” ჰგონია, თუმცა, მიუხედავად ამისა, მზად არის, რომ ბიზნესმენს ხვალვე შეხვდეს.
“პარლამენტში ჩემი ამოცანა, ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხების გარდა, არის ისიც, რომ ჩემს ქვეყანაში არცერთ ბიზნესმენს არავისგან, არასდროს, არანაირი პრობლემა არ შეექმნას”, – განაცხადა ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, დღეს ბიზნესმენმა არჩილ ვეკუამ შევიცარიის ელჩის განცხადების საპასუხოდ პრესკონფერენცია გამართა, გიუნტერ ბეხლერს მან მოუწოდა, რომ მის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოზე ზეწოლისგან თავი შეიკავოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები