იანოშ ჰერმანი: რიგა იქნება მნიშვნელოვანი ადგილი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პროგრესის გაძლიერებისთვის საქართველოში

ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, ელჩ იანოშ ჰერმანის განცხადებით, “რიგა იქნება მნიშვნელოვანი ადგილი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პროგრესის გაძლიერებისთვის”,- ამის შესახებ ჰერმანმა პარლამენტში ევროინტეგრაციის კომიტეტში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
“ჩვენ ძალიან კარგი საუბარი გვქონდა ორ საკითხზე: ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების განხორციელებაზე და რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტზე. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი ადგილი იყო, გამეგო ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოსაზრება. ამავე დროს, ეს იყო ადგილი, სადაც შემეძლო აღმენიშნა პირველ რიგში ევროკავშირთან ასოცირებასთან დაკავშირებული პროცესის მიზნები. რიგის სამიტთან დაკავშირებით კი ჩვენ შევთანხდით, რომ იგი იქნება მნიშვნელოვანი ადგილი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პროგრესის გაძლიერებისთვის. ნათელია, რომ სამიტი არის ერთ-ერთი ნაწილი მიმდინარე სამიტებისა, თუმცა ეს სამიტი ერთგვარი ქვაკუთხედია. მისი ჩატარების დრო და ადგილი მნიშვნელოვანია”, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა და დასძინა, რომ 2015 წლის მაისი არის მნიშვნელოვანი საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობისთვის

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები