სოლიდარობის ფონდმა ბუკა ნიკურაძის ოპერაცია დააფინანსა
7 წლის ბუკა ნიკურაძის ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.
„ბუკა ნიკურაძის ოპერაცია 15 წუთია დასრულდა წარმატებით. სასწაული არსებობს. დაიჯერეთ”, – წერს ნინო კობახიძე.
სოლიდარობის ფონდმა 7 წლის ბუკა ნიკურაძის სტამბულში მკურნალობა 53 000 აშშ დოლარით დააფინანსა. მოზარდი თურქეთში 2 აპრილს გადაიყვანეს. შეგახსენებთ, ბუკა ნიკურაძეს ლეიკემია აღმოაჩნდა.