კახა კალაძე ბუნებრივი აირის კომერციული ტარიფის გადახედვას არ გამორიცხავს
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში შესაძლოა, ბუნებრივი აირის კომერციული ტარიფის გადაიხედოს. რაც შეეხება სამომხმარებლო ტარიფს, მისი გაზრდის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, უფრო მეტიც, სამომხმარებლო ტარიფი 2012 წლიდან 5 თეთრით შემცირდა.
“რაც შეეხება გაზის სუბსიდირებას, მოსახლეობაზე უკვე დიდი ხანია ვახორციელებთ სუბსიდირებას 2012 წლიდან, როდესაც 5 თეთრით შემცირდა და, ვფიქრობ, ალბათ მომავალშიც გაგრძელდება”, – განაცხადა კალაძემ.
ამასთან, ენერგეტიკის მინისტრმა კომენტარი კომერციულ ტარიფთან დაკავშირებითაც გააკეთა.
“რაც შეეხება კომერციულ ტარიფს, ამაზე იყო საუბარი, თითქოს ტარიფი კომერციული სექტორისთვის უნდა გაძვირებულიყო . ამაზე ჯერ კიდევ ვმუშაობთ. თუმცა სადისტრიბუციო კომპანიები თავისი სახსრებით ახერხებენ თავის გატანას, თუმცა უახლოეს მომავალში შეიძლება გადაიხედოს. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ”, – განაცხადა კალაძემ.