დავით ნარმანია “მინდელის” ხიდის გამოკვლევა–გამოცდას დაესწრო

თბილისის მერი დავით ნარმანია კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროს ავთანდილ სუდაძესთან ერთად გიორგი მინდელის სახელობის ხიდის გამოცდა-გამოკვლევას დაესწრო.
მერიის ინფორმაციით, გამოკვლევა-გამოცდის მიზნით გიორგი მინდელის ხიდი მთელი ღამის განმავლობაში დაიკეტა, განთავსდა სატვირთო მანქანები და ნაგებობა სხვადასხვა მანევრირებით გამოიცადა. პარალელურად, სპეციალისტებმა ხიდზე მიმდინარე პროცესები სპეციალური ხელსაწყოებით შეამოწმეს.
დავით ნარმანიას თქმით, აღნიშნული პროექტი ხიდების მდგრადობის შემოწმების შემდეგ მათ ფუნდამენტურ გამაგრებასა და ზედაპირის მოწესრიგების სამუშაოებს ითვალისწინებს. ამიტომ, ხიდები, რომელბიც ამ შემოწმების შემდგომ გამაგრდება, აბსოლუტურად უსაფრთხო იქნება.
„ჩვენ ვამთავრებთ ხიდების გამოცდის პროექტს, ეს არის ბოლოს წინა ხიდი. მისი გამოცდის შედეგები უახლოეს დღეებში გვექნება. ზოგადად, ხიდების გამოცდამ გვიჩვენა, რომ რამდენიმე მათგანი მძიმე მდგომარეობაშია. ავარიულობიდან გამომდინარე, დავიწყეთ 2 ხიდის რეაბილიტაციის პროცესი. მიმდინარეობს პროექტირება რამდენიმე ნაგებობის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის. ამასთან, ტენდერია გამოცხადებული 2 ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე და როგორც კი ეს პროცედურა დასრულდება, მაშინვე დავიწყებთ სამუშაობს“, -განაცხადა თბილისის მერმა.
ხიდებისა და მეტეხის გვირაბის გამოკვლევა-გამოცდის სამუშაოებს ს.ს.ი.პ. „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხიდსაცდელი ცენტრი“ აწარმოებს. პროექტისათვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 397 900 ლარია გამოყოფილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები