ისნის რაიონის რამდენიმე ქუჩას გაზის მიწოდება შეუწყდება
ისნის რაიონში, მატროსოვის ქუჩაზე მიწისქვეშა საშუალო წნევის გაზსადენზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს, 17 აპრილის 23.00 საათიდან რამდენიმე ქუჩას გაზმომარაგება დროებით შეუწყდება.
“ყაზტრანსგაზთბილისის” ინფორმაციით, შეზღუდვა შეეხებათ მოსკოვის გამზ. 3, 5, 7, 9, 11, ქ.წამებულის 71, 73, 77, 79, 91 კორპუსების, სამგორის ჩიხის (ახლ. ნადარეიშვილის ქუჩა), ა.ტბელის, მატროსოვის, მეველეს ქუჩების მოსახლეობას, ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომუნალურ, საზკვების, კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა გაზგასამართი სადგური – შპს ,,აირ სერვისი”, თამბაქოს ფაბრიკა, შპს ,,მეკო”, შპს ,,ბუნება”, შპს ,,აისბერგი”, პურპროდუქტების ქარხანა, შპს ,,თავთავი”, სასჯელაღსრულების დაწესებულება -კოლონიის შენობა და სხვა.
“გაზმომარაგება აღდგება ეტაპობრივად, 18 აპრილის 10:00 საათიდან, სამუშაოს დასრულებისთანავე”, – აღნიშნავენ კომპანიაში.