კოტე თოლორდავას სამშობლოში დღეს ჩამოასვენებენ
მსახიობ კოტე თოლორდავას მოსკოვიდან საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ. კოტე თოლორდავას სიმამრის კახა მელითაურის ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომლითაც გარდაცვლილი მსახიობი მოსკოვიდან თბილისში უნდა ჩამოასვენონ, თბილისის აეროპორტში 15:15 საათზე ჩამოფრინდება. მისივე თქმით, კოტე თოლორდავას, სავარაუდოდ, კვირას, 19 აპრილს დაკრძალავენ.
მსახიობი კოტე თოლორდავა მოსკოვში 11 აპრილს გარდაიცვალა. რუსეთის დედაქალაქში იგი ფილმის გადაღებაზე იმყოფებოდა. მსახიობი სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს.