3 მაისს საქართველო სიცილის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

 3 მაისს მსოფლიო სიცილის დღეს აღნიშნავს. ამ საერთაშორისო დღეს საქართველოც უერთდება – ჯამბაზებით, პანტომიმის მსახიობებით, მუსიკოსებით, ქუჩაში გამოსული საკარნავალოდ შემოსილი „პოზიტივებით“. აქციის ორგანიზატორები ხვალ სპეციალურ ბრიფინგს გამართავენ პრაიმტაიმის პრესკლუბში, სადაც ღონისძიების დეტალებზე ისაუბრებენ. ,,სპეციალურად ამ დღისთვის ინდოეთიდან ჩამოდის მსოფლიოში აღიარებული სიცილის ლიდერი მაგნო შავდია, რომელიც უკვე 20 წელია უცხოეთში ცხოვრობს და ამ სფეროში მოღვაწეობს. ზედმეტსახელად მას „სიცილით მკურნალს“ ეძახიან. სწორედ ის იზრუნებს 3 მაისს ხალხის სიცილზე. მსვლელობა დაგეგმილია რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედნამდე. მოდით, წამოიყვანეთ მეგობრები და მიიღეთ და გაეცით პოზიტივი. გელოდებათ ბევრი საჩუქარი და უამრავი სიურპრიზი. ვიცინოთ, ჩავეხუტოთ ერთმანეთს და გავიხანგრძლივოთ სიცოცხლე სიცილით“, – ნათქვამია ორგანიზატორთა მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ამასთან, როგორც ისინი აცხადებენ, სიცილის კარნავალში სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები ჩაერთვებიან. “ამ დღის მნიშვნელობა არის, რომ სიცილის პოზიტიურმა ენერგიამ ჩაანაცვლოს საზოგადოებაში მოზღავებული ნეგატიური ენერგია და ოპტიმისტური განწყობა შეიტანოს ხალხში. ვთხოვთ ყველას მხარდაჭერას ქვეყანასა და ხალხში პოზიტივის გასავრცელებლად”, – აცხადებენ ორგანიზატორები. „თბილისის კარნავალის“ საინფორმაციო მხარდაჭერები არიან: საინფორმაციო ანალიტიკური პორტალი „კვირა“, გაზეთი „პრაიმტაიმი“ , საინფორმაციო სააგენტოები: „ნიუპოსტი“, „პირველი“, „რეპორტიორი“, „ნიუსპრესი“, „tvfree”, ინტერნეტ ჟურნალი „ჟოლო“. რადიო „მაესტრო”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები