“გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ” კანონში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს

 

„გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს.აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროექტის მიზანი არსებული საქმიანობების სამართლებრივ რეჟიმში მოქცევა, მათი საქმიანობის შეუფერხებლად წარმართვა და მათი გარემოსდაცვით ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა.

არსებული საქმიანობები, რომლებიც ფუნქციონირებენ შესაბამისი ნებართვის გარეშე მოქმედი კანონმდებლობის თანახმად საჭიროებენ გარემოზე ზემოქმედების ნებართვას.

აღნიშნული ნებართვა საქმიანობის განმახორციელებელს უნდა მიეღო 2010 წლის პირველ იანვრამდე. რაც ვერ იქნა უზრუნველყოფილი კანონმდებლობით დადგენილ ვადაში. მთელი რიგი საქმიანობის განმახორციელებლები ფუნქციონირებენ ნებართვის გარეშე.

პროექტების თანახმად, საქმიანობის განმახორციელებლის მიერ მოხდება მიმდინარე საქმიანობის განხორციელების პროცესში გარემოს არსებულ მდგომარეობის შეფასება, მათ შორის ტექნიკური, ეკონომიკური, სოციალური ანალიზი. სამინისტროსთან შეთანხმებით წარმოდგენილი იქნება ეკოლოგიური აუდიტის ანგარიში ასევე, მიმდინარე საქმიანობით გამოწვეული გარემოზე ზემოქმედების შემცირების ღონისძიებათა გრაფიკი და საქმიანობის შესაბამისი პროცედურები. განმახორციელებლის მიერ გონივრულ ვადაში დადგენილი პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონპოროექტი ითავლისწინებს ჯარიმებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები