გიორგი ალიბეგაშვილი საქართველოში ალერგიის მსოფლიო კვირეულის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრო
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საქართველოში ალერგიის მსოფლიო კვირეულის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა. გიორგი ალიბეგაშვილმა ხაზი კონფერენციის მნიშვნელობას გაუსვა და აღნიშნა, რომ ღონისძიების მიზანი, რომელიც მოსახლეობისა და ჯანდაცვის პროფესიონალების გათვითცნობიერებას წარმოადგენს ისეთ საკითხებში, როგორიც სასუნთქი გზების ალერგიული დაავადებების გავრცელება, დიაგნოსტიკა, ხარისხაინი მკურნალობა, უსაფრთხოება და პრევენციაა, მეტად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ალერგია არა მხოლოდ 21-ე საუკუნის გავრცელებულ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება, არამედ ამ საუკუნის ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემადაც შეიძლება ჩაითვალოს. „როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, აღნიშნული პრობლემა სულ უფრო აქტუალური ხდება და ის არა მხოლოდ ბავშვებში, არამედ მოზარდებშიცაა გავრცელებული, რაც კონფერენციაზე წარმოდგენილმა პრეზენტაციამაც დაადასტურა. ამას კი, ბუნებრივია მაქსიმაულრი ყურადღების გამახვილება სჭირდება. ამიტომ, საკრებულო ყველა ღონეს იხმარს და ყოველთვის გამოეხმაურება ამგვარ ღონისძიებებს, რადგან განსაკუთრებული აქცენტი სწორედ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე უნდა გაკეთდეს“-აღნიშნა გიორგი ალიბეგაშვილმა. კონფერენციაზე, პირველად საქართველოში ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის სამეცნიერო ჯგუფის მიერ ჩატარებული ფუნდამენტური კვლევის შედეგად მიღებული თბილისის აეროალერგენების სეზონური გავრცელების კალენდრის პრეზენტაცია გაიმართა, რომელის ორგანიზება საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციამ, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრმა და კომპანია „BERLIN-CHEMIE/MENARINI”-მა განახორციელეს. ალერგიის მსოფლიო კვირეულის აღნიშვნის ორგანიზატორს კი, ალერგიის მსოფლიო ორგანიზაცია „WAO” წარმოადგენს, რომელიც თავის მხრივ, ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის 95 რეგიონალური და ნაციონალური საზოგადოების საერთაშორისო ალიანსია.