ილიაუნის სტუდენტებმა გარემოზე ზრუნვა ვაკის პარკიდან დაიწყეს
აქციას, „სუფთა ქალაქი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეურთდნენ.
მათ გარემოს დაცვა ვაკის პარკიდან დაიწყეს.
უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებმა ვაკის პარკის ტერიტორია დაასუფთავეს და მწვანე ნარგავებიც დარგეს.
ახალგაზრდები ინიციატივით გამოდიან და საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს მოუწოდებენ, რომ მსგავსი სახის აქციები თავადაც მოაწყონ.
ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები აცხადებენ, რომ მსგავსი სახის აქციებს დედაქალაქის სხვადასხვა სკვერებშიც გააგრძელებენ.
მათი თქმით, დასუფთავების აქცია ერთჯერადი ხასიათის არ იქნება და უახლოეს დღეებში თბილისის სხვადასხვა რაიონებშიც გადაინაცვლებენ.