გელა დუმბაძე: 500-მდე ქართული ოჯახი მზადაა, ასურელი ბავშვები იშვილოს

 

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე საქართველოში ასურელთა ეროვნული კონგრესის პრეზიდენტს, დავით ადამოვსა და სოფელ ქანდაში არსებული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარს მამა სერაფიმეს შეხვდა. შეხვედრას სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, სანდრო ბრეგაძე და ანალიზისა და დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი, თემურ ტარტარაშვილი ესწრებოდნენ. სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე დაინტერესდა ასურელების მდგომარეობით და შეხვედრაზე განხილულ იქნა ჩრდილოეთ ერაყსა და სირიაში მომხდარი მოვლენების შედეგად დაზარალებული ასურელების საკითხები.

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თქმით, 500-მდე ქართული ოჯახი მზადაა, ასურელი ბავშვები იშვილოს.

“ისინი ჩვენი ხელისუფლებიდან ელიან კონკრეტულ განცხადებას, რომ საქართველო მზადაა, რაღაც ნაწილი, თუნდაც ბავშვების, მიიღოს, რასაც მოჰყვება უკვე სხვა ქმედებები, რადგან სასულიერო პირთან საუბრისას აღმოჩნდა, რომ 500-მდე ქართულმა ოჯახმა მიმართა მათ მზადყოფნით, იშვილონ ეს ბავშვები”, – აღნიშნა დუმბაძემ.
მამა სერაფიმემ, რომელიც წარმოშობით ასურელია, თავის მხრივ, განაცხადა, რომ შეხვედრაზე ქართული მხარისგან ასურელების დახმარების პირობა მიიღო.
“რა თქმა უნდა, ბატონმა მინისტრმა თქვა, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა ამ თემაზე იმუშაონ, გაარღმავონ და თუნდაც მოგვეცეს საშუალება, რომ ჩამოვიყვანოთ ეს დევნილი ხალხი”, – განაცხადა მამა სერაფიმემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები