„ექსპო ჯორჯიამ“ მე-17 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას უმასპინძლა
საგამოფენო ცენტრმა „ექსპო ჯორჯიამ“- მე-17 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას უმასპინძლა. გამოფენის მხარდამჭერები არიან: დაცული ტერიტორიების სააგენტო, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, თბილისის მერია და საქართველო–ირანის სავაჭრო–სამრეწველო პალატა. გამოფენას გარემოს დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილიც დაესწრო. 50-მდე საგამოფენო სტენდზე წარმოდგენილი იყო 150-მდე ორგანიზაცია და სხვადასხვა ტურისტული კომპანიები. დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციის მიზნით, სააგენტომ სხვადასხვა სახის საპრომოციო მასალები წარმოადგინა. ასევე, პოტენციურ ვიზიტორებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე არსებული ტურისტული პროდუქტების შესახებ. საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობდა – საქართველო, სომხეთი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, ტაილანდი, შვეიცარია, რუსეთი, ლიტვა, პოლონეთი.