კახა ნაკანმა გლდანის ციხეში თვითმკვლელობა სცადა

ე.წ. „კორტების სპეცოპერაციის“ საქმეზე ბრალდებულმა კახა ნაკანმა გლდანის ციხეში თვითმკვლელობა სცადა, – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ ორგანიზაცია „სამართალდამცველთა დაცვის ლიგიდან“ მიაწოდეს.
როგორც „კვირას“ ორგანიზაციის პრესსამსახურში განუცხადეს, „სამართალდამცველთა დაცვის ლიგის“ დამფუძნებლის და სპეცნაზის ყოფილი ხელმძღვანელის კახა ნაკანის თვთმკვლელობის მცდელობის ფაქტის დეტალებს პრესკონფერენციაზე ისაუბრებენ.
მათივე ინფორმაციით, საგანგებო პრესკონფერენცია დღეს 16.00 საათზე გაიმართება

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები