კოტე თოლორდავას მოსკოვიდან სამშობლოში ხვალ ჩამოასვენებენ
მსახიობ კოტე თოლორდავას მოსკოვიდან საქართველოში ხვალ ჩამოასვენებენ. კოტე თოლორდავას სიმამრის კახა მელითაურის ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომლითაც გარდაცვლილი მსახიობი მოსკოვიდან თბილისში უნდა ჩამოასვენონ, თბილისის აეროპორტში ხვალ, 15:15 საათზე ჩამოფრინდება. მისივე ინფორმაციით, კოტე თოლორდავას, სავარაუდოდ, კვირას, 19 აპრილს დაკრძალავენ.
მსახიობი კოტე თოლორდავა მოსკოვში 11 აპრილს გარდაიცვალა. რუსეთის დედაქალაქში იგი ფილმის გადაღებაზე იმყოფებოდა. მსახიობი სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს.