„ახუნდოვ ჰაუსმა“ თსუ-ს სტუდენტებისა და პორტალ „კვირას“ საერთო საქველმოქმედო ღონისძიებას – არტგამოფენას უმასპინძლა (ფოტოკოლაჟი – ვიდეო)

აზერბაიჯანული კულტურის ცენტრის „ახუნდოვ ჰაუსის“ არტგალერეაში, 15 აპრილს  არტგამოფენა „Forever in my mind” გაიმართა.

გამოფენა, რომელიც თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით მოეწყო,  სიყვარულის დღეს მიეძღვნა. ნამუშევრებისგან შემოსული თანხა კი, მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს გადაეცემათ.

სიყვარულის დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო ღონისძიება შესაბამის თემატიკას მოიცავდა… არტგალერეაში მყოფ საზოგადოებას სტუდენტური თვალით დანახული და ფოტოში გაცოცხლებული სიყვარულის ამსახველი კადრები დახვდა.IMG_0061

გამოფენაზე თსუ-ს 7 სტუდენტის 11 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. როგორც თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის დებატკომის ხელმძღვანელმა ტატო ირემაძემ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, აუცილებელია სტუდენტების ხელოვნების სხვადასხვა პროექტში ჩართვა, მით უფრო მაშინ, როცა ღონისძიება ქველმოქმედებას ეხება.

„ღონისძიებას ორგანიზებას სტუდენტური თვითმმართველობა უწევს და მასში თსუ-ს სტუდენტები არიან ჩართულნი. წარმოდგენილია ჩვენი მოყვარული ფოტოგრაფების, სტუდენტების მიერ გადაღებული 11 ფოტო. თითო ნამუშევარი 35 ლარად გაიყიდება, შემოსული თანხა კი საბავშვო სახლს გადაეცემა. ვისურვებდი, რომ ახალგზარდების მხრიდან ხელოვნების სხვადასხვა პროექტში მეტი ჩართულობა იყოს, მით უფრო, თუ პროექტი საქველმოქმედოა“, – განაცხადა ტატო ირემაძემ.

აღსანიშნავია, რომ თემატიკის შესაბამისი მუსიკალური საუნდტრეკის პრეზენტაცია შედგა და, გარდა ამისა, საღამო თეატრალურადაც გაფორმდა.

 „ახუნდოვ ჰაუსის“ არტგალერეის დირექტორის, არჩილ ბეჟანიშვილის თქმით, არტგალერეა ყოველთვის მზადაა საქველმოქმედო ღონისძიებებსა და მასში მონაწილე ნიჭიერ შემოქმედებს ასპარეზი დაუთმოს.

„ძალიან მოხარულები ვართ, რომ ჩვენი არტგალერეა ასეთ ღონისძიებას მანსპინძლობს. ამით ასპარეზს ვაძლევთ ნიჭიერ , მოყვარულ ფოტოგრაფებს და ვერთვებით საქველმოქმედო ღონისძიებაში“, – განაცხადა არჩილ ბეჟანიშვილმა.IMG_0222

როგორც „კვირას“ კომერციულმა დირექტორმა, ანა ჩანგიანმა აღნიშნა, პორტალი „კვირა“ ამ საქველმოქმედო ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერია.

„სიყვარულის დღესთან დაკავშირებით, „ახუნდოვ ჰაუსის“ სახელობის არტგალერეაში ძალიან საინტერესო გამოფენა მოეწყო. საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი „კვირა“ ამ ღონისძიების საინფორმაციო პარტნიორი გახლავთ. საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი „კვირა“  მრავალ საქველმოქმედო პროექტში მონაწილეობს და აღნიშნული ღონისძიებაც საქველმოქმედოა, შემოსული თანხა კი მზურნველობამოკლებულ ბავშვებს მოხმარდებათ. სტუდენტებმა, რომლებიც საინტერესოდ ჩაერთნენ ღონისძიებაში, წარმოადგინეს ფოტოები და მათი გამოგზავნილი ფოტოებიდან 11 შევარჩიეთ“, – აღნიშნა ჩანგიანმა.

ასევე, ანა ჩანგიანი მადლობას უხდის „ფოტოპლაზას“, რომელიც პროექტს მხარში დაუდგა და უფასოდ დაბეჭდა სტუნდენტების ნამუშევრები.

„მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო „ფოტოპლაზას“, რომელიც პროექტს მხარში დაუდგა და უფასოდ დაგვიბეჭდა კონკრეტულად ამ ღონისძიებისთვის ფოტოები. იმედს ვიტოვებ, რომ დღევანდელი ღონისძიება საინტერესო იყო და მსგავსი ტიპის ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა ანა ჩანგიანმა.11118340_973139166043402_632317580_n

გამოფენაზე წარმოდგენილი 11 ნამუშევრიდან პირველი ადგილი პავლე წულაიას ფოტომ მოიპოვა.

პირველ ადგილზე გასული ფოტოს ავტორი კი,  „ერგოლაინმა“ დააჯილდოვა.

გამოფენას „ერგოლაინის“ მფლობელი, ნატა შარაშენიძეც ესწრებოდა.

როგორც შარაშენიძემ განაცხადა, იგი ფოტოებზე ასახული პოზიტივით მოიხიბლა.

 „სასიამოვნო საღამოა. ძალიან მომეწონა ამდენი პოზიტივი, ადამიანური შეგრძნებები… მადლობელი ვარ ორგანიზატორების და, რა თქმა უნდა, ამ ახალგაზრდების, რომლებმაც ასეთი ნამუშევრები შექმნეს“, – განაცხადა ნატა შარაშენიძემ.IMG_0318

საქველმოქმედო ღონისძიების პარტნიორები იყვნენ: საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი „კვირა“,  „არენა“, „ფოტოპლაზა“, „ერგოლაინი“, „მოძრაობის თეატრი“ და „სოკარი“ .

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება „Forever in my mind” კაფე „Monsieur Jordan”-ში გაგრძელდა.

საღამო, ფრანგული მუსიკის ფონზე წაიყვანა მსახიობმა მაკა შალიკაშვილმა, რომელმაც ნიკო გომელაურის, გალაკტიონ ტაბიძის, ვალერიან გაფრინდაშვილისა და  სხვა რომანტიკოსი პოეტების პოეზიის ნიმუშები წაიკითხა.

 IMG_0034

IMG_0035

IMG_0036

IMG_0040

IMG_0043

IMG_0048

IMG_0052

IMG_0056

IMG_0083

IMG_0087

IMG_0096

IMG_0104

IMG_0107

IMG_0136

IMG_0139

IMG_0143

IMG_0171

IMG_0224

IMG_0232

IMG_0242

IMG_0244

IMG_0251

IMG_0255

IMG_0268

IMG_0279

IMG_0306

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები