“სოლიდარობა ასურელ ქრისტიანებს“ – ასურელი ბავშვების გადასარჩენად აქცია გაიმართება
სოციალურ ქსელ ფეისბუქში ასურელი ბავშვების გადასარჩენად სპეციალური ქართული ჯგუფი, სახელწოდებით: „სოლიდარობა ასურელ ქრისტიანებს“ – შეიქმნა. ჯგუფის შემქმნელებმა კვირას, 17:00 საათზე, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ასურელი ბავშვების მხარდამჭერი აქცია დააანონსეს.
„ძალიან გთხოვთ, დავუდგეთ გვერდში ასურელ ქრისტიანებს, დავგმოთ ის საშინელება, რაც დღეს ხდება. ვთხოვოთ სახელმწიფოს, შეიფაროს ასურელი ოჯახები!“ – ნათქვამია მათ მიერ ჯგუფის გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.