იუსტიციის მინისტრმა თიანეთში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაათვალიერა

იუსტიციის მინისტრი დაბა თიანეთს ესტუმრა და იუსტიციის სახლის მშენებლობა დაათვალიერა. თეა წულუკიანი ადგილზე გაეცნო პროცესის მიმდინარეობას და მშენებლობაზე დასაქმებულებსაც გაესაუბრა. იუსტიციის მინისტრთან ერთად თიანეთში იმყოფებოდა იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ტაბიძე.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, თიანეთის იუსტიციის სახლის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. ამავე პერიოდში გაიხსნება ფილიალები ყაზბეგსა და ბორჯომში, კიდევ სამ ქალაქში − ლაგოდეხში, მცხეთასა და ონში კი, იუსტიციის სახლების მშენებლობა დაიწყება.
დღეისათვის იუსტიციის სახლის 13 ფილიალი, პრაქტიკულად, ყველა დიდ ქალაქში მოქმედებს და დღის განმავლობაში 20 000-ზე მეტ მოქალაქეს ემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები