ყვითელი ავტობუსები მგზავრებს სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ მოემსახურება
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ მოემსახურება. აღდგომის დღეებში ავტობუსები სასაფლაოების მიმართულებით 08:00-დან 19:00 საათამდე იმოძრავებენ. მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები მეტროსადგურ „დიდუბის“ ზედა გასასვლელიდან გავლენ; კუკიისა და მახათას სასაფლაოს მიმართულებით მოსახლეობას ავტობუსები სადგურის მოედნიდან და მეტროსადგურ „მარჯანიშვილიდან“ მოემსახურება; საბურთალოს სასაფლაოზე ავტობუსები გავლენ მეტროსადგურ „დელისის“ ტერიტორიიდან; თბილისის ზღვის სასაფლაოს მიმართულებით მოსახლეობას ავტობუსები მეტროსადგურ „სარაჯიშვილიდან“ მოემსახურება; ველის სასაფლაოს მიმართულებით ავტობუსები ჭიჭინაძის ქ. №26-დან იმოძრავებენ; ვარკეთილის სასაფლაოს მიმართულებით მოსახლეობას ავტობუსები მეტროსადგურ „ვარკეთილიდან” და მე-3 მასივი, შუამთის ქ. მე-10 კვარტალიდან მოემსახურებიან.