გლდანის 25 -ე კორპუსში სამაშველო სამუშაოები დასრულდა
ამ დროისათვის გლდანის მეორე მიკრორაიონის 25-ე კორპუსში სამაშველო სამუშაოები ამ დროისთვის დასრულებულია.- ამის შესახებ „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს. პრესსამსახურის ინფორმაციით, , სამაშველო სამუშაოების ფარგლებში აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსიდან საერთო ჯამში 4 ადგილობრივი მცხოვრების გამოყვანა მოხდა. ოთხი პირიდან ერთი მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი. 65 წლის ქალი გარდაიცვალა, ორ პირს კი ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდა. “აფეთქების შესახებ საგანგებოს სიტუაციების მართვის სააგენტოში შეტყობინება 7:30 საათზე შემოვიდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო აღნიშული სამსახურის სახანძრო-სამაშველო დანაყოფები. ადგილზე მისვლის მომენტში დაფიქსირდა, რომ აფეთქდა შენობის მე-8 და მე-9 სართლები. მეცხრე სართულიდან დაშავებული პირი უვნებლად იქნა გამოყვანილი და მოხდა მისი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა. ასევე მერვე სართულის აივნიდან გადმოვიყვანეთ კიდევ ორი ადამიანი. რაც შეეხება მეოთხე პირს, სამწუხაროდ აფეთქება დასრულდა მსხვერპლით და გარდაცვლილია მერვე სართულზე მცხოვრები 65 წლის ქალი.სამაშველო სამუშაოები 2 საათი მიმდინარეობდა და მა ეტაპისთვის დასრულებულია”, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების ს მართვის სააგენტოში.