რელიგიის სააგენტო მართლმადიდებლებს აღდგომის დღესასწაულს ულოცავს
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მართლმადიდებლებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს. “რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს, მსოფლიოს ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ულოცავს. “აღდგომა ქრისტიანთათვის უდიდესი დღესასწაულია. ესაა განახლების, იმედის, სიხარულის, სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღე. სიხარული და მშვიდობა თითოეულ თქვენგანს, სრულიად საქართველოს და მსოფლიოს ყველა ადამიანს. ქრისტე აღსდგა!” _ ნათქვამია მილოცვის ტექსტში.