დავით ნარმანია საზოგადოებას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს

 

გილოცავთ, ღვთის წყალობა არ მოგკლებოდეთ – ასე მიულოცა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მოქალაქეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული.
დავით ნარმანია სვეტიცხოველში მეუღლესთან და ახალშობილ შვილთან ერთად იმყოფებოდა.
“აღდგომა ბრწყინვალე დღესასწაულია და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღე ქრისტიანებისათვის. ყველას გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ დღეს. ღვთის წყალობა არ მოგკლებოდეთ,”- აღნიშნა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები