პრემიერ-მინისტრი გერმანული „კომერცბანკის“ წარმომადგენლებს შეხვდა

  საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის „კომერცბანკის“ წარმომადგელებს შეხვდა. მხარეების შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობები და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. პრემიერმა სტუმრებს საქართველოს ახალი მთავრობის ეკონომიკური ხედვები და საინვესტიციო გარემო გააცნო. „კომერცბანკის “ წარმომადგენლებმა ქართული ბაზრისადმი ინტერესი დაადასტურეს და საქართველოსთან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. გერმანულ “კომერცბანკს” მსოფლიოს 50 ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობა და 14 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.
შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში მიმდინარეობდა და მას სს „კომერცბანკის“ დირექტორთა საბჭოს წევრი შტეფან შმიტმანი, ფინანსური ინსტიტუტების ხელმძღვანელი პიერ ფიშერი, „კომერცბანკის“ წარმომადგენელი საქართველოში მარკო გრაფი, ასევე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ორთვინ ჰენიგი და საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები