საქართველოს საგარეო უწყება კენიის მთავრობასა და ხალხს უსამძიმრებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს კენიაში, გარისას უნივერსიტეტის კოლეჯში მომხდარი ტერაქტის გამო და იმედოვნებს, რომ დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან. როგორც ქვეყნის საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, საქართველო მკაცრად გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და მხარს უჭერს კენიის ხელისუფლების ძალისხმევას, განამტკიცოს ქვეყანაში სტაბილურობა და აქტიურად ებრძოლოს ძალადობრივ ექსტრემიზმს. ოფიციალური თბილისი თანაგრძნობას უცხადებს კენიის მთავრობას და კენიელ ხალხს, დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს. კენიაში, გარისას უნივერსიტეტის კოლეჯს ალ-შაბაბის ტერორისტული დაჯგუფება გუშინ დაესხა თავს, რის შედეგად დაიღუპა 150-მდე და დაიჭრა 80 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები